ჯანმრთელობა
ყოველდღიური რაციონისთვის საკვების არჩევისას , გონებაზე წინ ინსტინქტები დგას: ვჭამთ იმას, რაც გვინდა და არა ორგანიზმისთვის საჭიროს. ეს ჯანმრთელობაზეც აისახება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 15%-ით სამედიცინო მომსახურება განსაზღვრავს, 15%-ით გენეტიკა, 70% კი დამოკიდებულია ცხოვრების წესსა და კვებაზე. ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და წონის პრობლემის მოსაგვარებლად, კვების მოწესრიგება აუცილებელია. ცხოვრების ჯანსაღი წესი ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

Comments
Post a Comment